04:13 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 22:12:32, 384 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ჩვენ მივიღეთ დამატებითი წინადადებები ნატოს წევრი ქვეყნებისგან

''ჩვენი ფოკუსი და მთავარი აქცენტი იყო იმაზე, თუ როგორ გავზარდოთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, ინსტრუმენტები, საშუალებები და პრაქტიკული ღონისძიებები, რომ უფრო მეტად იყოს დაცული ჩვენი ქვეყანა დღეს და ხვალ'' – ასე შეაჯამა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, კომისიის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები პოზიტიურად შეაფასეს და ნატოს წევრებმა ერთსულოვნად გამოხატეს სურვილი, რომ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლონ, რაც საქართველოში ნატოს მეტი კონსულტანტისა და ინსტრუქტორის ჩამოსვლას ნიშნავს.

„ძალიან კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანამ ცალსახად გამოხატა უკიდურესად პოზიტიური განწყობა საქართველოს მიმართ, იმ რეფორმების მიმართ, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ყველა მიმართულებით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის. ამას გარდა, ჩვენ მივიღეთ დამატებითი წინადადებები ნატოს წევრი ქვეყნებისგან, უფრო მეტი ქვეყნისგან, ვიდრე აქამდე გვქონდა. პაკეტის მხარდამჭერი დღემდე 28-ის ნაცვლად 20 ქვეყანა იყო და ჩვენ დღეს, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ყველა ქვეყნისგან მივიღეთ თანხმობა კონკრეტული შემოთავაზებებით. თუ რომელი ქვეყანა რა მასშტაბითა და ძალით მიიღებს დამატებით მონაწილეობას იმავე JTEC-ის, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების სკოლის, დაზვერვის, ინფორმაციის გაცვლის, საზღვაო და ავიაციის მიმართულებებში. ამ კომისიის სხდომის შემდეგ ჩვენ უნდა ველოდეთ უფრო მეტ ნატოს კონსულტანტს და ინსტრუქტორს საქართველოში. ამის პირობა მივიღეთ, რაც ამგვარი შეხვედრების ერთ-ერთი ამოცანაა,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ქართულმა მხარემ ნატოს-საქართველოს არსებითი პაკეტის მხარდასაჭერად სპეციალური ნდობის ფონდის შექმნის საკითხიც დასვა. „იმედი მაქვს, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ყოველ შემთხვევაში ინიციატივა ყველა მხარემ პოზიტიურად აღიქვა,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

თინათინ ხიდაშელის განმარტებით, ნატო-საქართველო კომისიის ფორმატში რუსეთის თემაზე არ უსაუბრიათ, თუმცა სირიაში რუსეთის მოქმედებები და საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციის საკითხი ნატოს მინისტერიალზე და თავდაცვის მინისტრების ვახშმის დროს განხილვის მთავარი თემა იყო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics