19:55 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 22:15:08, 396 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრმა ესტონეთის პარლამენტში შეხვედრები გამართა

ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა ესტონეთის პარლამენტში. პარლამენტის პრეზიდენტთან ეიკი ნესტორთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე.

ეიკი ნესტორმა აღნიშნა, რომ ესტონეთის პარლამენტი საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს არა მხოლოდ ორმხრივ, არამედ მრავალმხრივ ფორმატებშიც, მაგალითად ნორდიკულ-ბალტიკური თანამშრომლობის ფარგლებში. მან დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესი და ასევე დაინტერესდა ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ არსებული ვითარებით.

მიხეილ ჯანელიძემ ეიკი ნესტორთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის ოფიციალურ პირებთან გამართულ ყველა შეხვედრაზე საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა და მეგობრული დამოკიდებულება დაფიქსირდა. მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან წლების განმავლობაში გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის და მიესალმა მის მოსალოდნელ ვიზიტს საქართველოში, რომელიც მიმდინარე წლის აპრილშია დაგეგმილი.

პარლამენტში მინისტრი ასევე შეხვდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს. შეხვედრას ესწრებოდნენ მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლები და კომიტეტის წევრები. კომიტეტის თავმჯდომარემ სვენ მიკსერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის პარლამენტი მოწოდებულია როგორც ქვეყნების შორის ორმხრივი თანამშრომლობის წარმატებული განვითარებისათვის, ასევე ხელს უწყობს საქართველოსა და  ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაღრმავებას. კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ ქვეყნის შიგნით არსებული ვითარებით, ასევე საქართველოს პროგრესით ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით და საქართველოს მოლოდინებით ნატო-ს ვარშავის სამიტისათვის. მიხეილ ჯანელიძემ ესტონელ კანონმდებლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის როლი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის პროცესში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics