06:40 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 22:16:51, 393 ნახვა

პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელი შეხვედრებს მიუნხენში გააგრძელებს

ბრიუსელის შემდეგ ქართული დელეგაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით შეხვედრებს მიუნხენში გააგრძელებს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი უცხოელ კოლეგებს შეხვდება. საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ქართული დელეგაციის წევრები სხვადასხვა ფორმატში გამართულ ღონისძიებებშიც მიიღებენ მონაწილეობას.

„მიუნხენში ბევრი ორმხრივი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. მათ შორის თავდაცვის მინისტრებთან, ვისთანაც ბრიუსელში ვერ მოვახერხეთ შეხვედრა სხდომების ინტენსიური გრაფიკის გამო. გარდა ამისა, რამდენიმე შეხვედრა დაგეგმილია პრემიერთან ერთად. ჩვენ, ბუნებრივია, ვმონაწილეობთ იმ დისკუსიებში, რომელიც კონფერენციის ფარგლებში გაიმართება, ვფიქრობ, საინტერესო იქნება. ძალიან აქტუალური არის დღეს მიუნხენის კონფერენცია იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს ჩვენ დიდ სამეზობლოში... მიუნხენის კონფერენციაზე თავდაცვის სამინისტროს და პირადად ჩემი ერთ-ერთი ამოცანაა, რომ შემდეგ ჩვენი უსაფრთხოების კონფერენციაზე რაღაც ფორმით ჩართული იყოს თავად მიუნხენის ფორმატიც“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წამყვანი საერთაშორისო და დამოუკიდებელი ფორუმია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ყოველწლიურ კონფერენციაზე მიუნხენში იკრიბებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები და ექსპერტები, სახელმწიფო ლიდერები, საგარეო და თავდაცვის მინისტრები, დიპლომატები, სამხედრო ლიდერები, პარლამენტარები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კერძო სექტორის ექსპერტები, აკადემიკოსები. კონფერენციის მონაწილეები გლობალური უსაფრთხოების არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს განიხილავენ და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობენ. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემებია: ევროპის პასუხი ლტოლვილთა კრიზისზე, სირიაში მიმდინარე ომი და ევროპის უსაფრთხოების წესრიგი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics