08:47 - 17 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-02 13:25:48, 313 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე - ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, გააუქმა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა

საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი, გადამალეს საგარეო საქმეთა მინისტრი და შეშინებულებმა, ფაქტობრივად, გააუქმეს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა, - ასე ეხმაურება „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონის ამოქმედებას.

როგორც გოცირიძემ განაცხადა, ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოსასმენად მივიდნენ.

„12 საათია, ახლა მოვედით პარლამენტის წევრები, რათა მოვუსმინოთ საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი, გადამალეს საგარეო საქმეთა მინისტრი და შეშინებულებმა, ფაქტობრივად, გააუქმეს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა.

მანამდე, 10-დღიანი არნახული არდადეგები მოუწყვეს მთელ ქვეყანას. ბიუჯეტიდან ფულს რომ იპარავენ და შემდეგ არიგებენ და შეღავათებს აძლევენ, ახლა კალენდარული დღეებიც კი მოიმატეს. ხალხს ეუბნებიან, ოღონდ არ გააპროტესტოთ და 10 დღე ისხედით სახლებშიო“,- განაცხადა გოცირიძემ.

როგორც დეპუტატმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, „ყველაფერი წინ არის, მესამე მოსმენა წინ გვაქვს. მიიღებენ და პრეზიდენტი ვეტოს დაადებს და ვეტოს დაძლევის პროცედურა წინ  გვაქვს, მიიღებენ, გამოვა ხალხი 100-ჯერ მეტი და მაინც მოუწევთ ამ კანონის გაუქმება“.

ცნობისთვის, დღეს, 2 მაისს პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები - ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება. შენობაში 14:00 საათამდე წითელი დონე მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასახლეში არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ განსაზღვრული პირებისა, არ დაიშვება. 14:00 საათის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ყვითელი დონე იმოქმედებს, რა დროსაც ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა შეეზღუდებათ. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარიამ ქვრივიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის დელეგაციას შეხვდა
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
სოფელ კვირიკეში ფერდობის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics