2024-05-02 13:56:48, 325 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე შეხვედრის ფარგლებში საქართველოს სემინარი გახსნა
ევროპისა და აზიის შეხვედრის გზაგასაყარზე მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განუმეორებელ წვდომას გთავაზობთ განვითარებად ბაზრებზე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს სემინარის დღის გახსნის ცერემონიაზე. მან სტუმრებს მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სემინარის ფარგლებში გაიმართება საინტერესო დისკუსია. „ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა 2024 წელს ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლობა თბილისში. მადლობელი ვარ აზიის განვითარების ბანკის თავდადებული გუნდის მხარდაჭერისთვის ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზების პროცესში. თემატური საკითხებია: დაკავშირებადობის გაუმჯობესება - ევროპული დაკავშირებადობა და შუა დერეფანი; ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში შექმნილი შესაძლებლობებისა და იმპულსის განხილვა; პერსპექტივები ახალი ბაზრებისთვის - ადგილობრივი ვალუტებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება. ასე რომ, მოუთმენლად ველი დღევანდელ დისკუსიას და ყველას გისურვებთ ნაყოფიერ დღეს. იმედი მაქვს, რომ თემატური დისკუსიები ინფორმაციული და საინტერესო იქნება", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა, როგორც ფინანსთა სამინისტრო იტყობინება. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გარდაბანში დის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 23 წლის კაცი დააკავეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|