00:08 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 09:37:39, 701 ნახვა

სპორტი
აბაშიშვილი: კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოს ძალიან ღირსეული და ძლიერი წევრი იქნება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის   შეფასებით,  კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოს ძალიან ძლიერი და ღირსეული წევრი იქნება.

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, გვენეტაძეს საერთაშორისო სავალუტო ფონდში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

„ბატონო კობა გვენეტაძე არის ძალიან მაღალიპროფესიონალი. ის წლების განმავლობაში მუშაობდა და მუშაობს  საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მას აქვს საფინანსო სექტორში, ეკონომიკის მიმართულებით  მუშაობის ძალიან მრვალაფეროვანი გამოცდილება. 25 თებერვალს გასდის საბჭოს წევრობის ვადა  ბატონ გიორგი ქადაგიძეს, შესაბამისად იმისთვის, რომ არ იყოს წყვეტა საჭიროა გარკვეული დრო, მათ შორის პარლამენტისთვის, რომ იქნას მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება. კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის ძალიან ღირსეული და ძლიერი წევრი იქნება“,-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics