12:36 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 11:03:31, 586 ნახვა

სამართალი
არასრულწლოვნებმა სუპერმარკეტ "სმარტის" ორი თანამშრომელი დაჭრეს

რამდენიმე არასრუწლოვანმა სუპერმარკეტ "სმარტის" დაცვის ორი თანამშრომელი დაჭრა. შემთხვევა წუხელ, გვიან საღამოს, რუსთაველის გამზირზე მოხდა. დაჭრილებს დაზიანება თავისა და მხრის არეში სავარაუდოდ ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. ექიმის თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც სუპერმარკეტში ჰყვებიან, რამდენიმე ახალგაზრდას, რომლებიც წესრიგს არღვევდნენ, დაცვამ გარეთ გასვლა მოსთხოვა. მათ დატოვეს შენობა, თუმცა მალევე დაბრუნდნენ სხვა თანატოლებთან ერთად და დაცვის თანამშრომლები დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  ხულიგნობას გულისხმობს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ევროკავშირის დაფინანსება საქართველოში გაუმჭვირვალეა
საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის შესახებ შეხვედრა გაიმართა
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
ბაზისბანკის მხარდაჭერით პანექსი საქართველოში პირველ პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics