2024-05-04 10:55:33, 328 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას შეხვდა, რომელიც თბილისს ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაურმა მასაცუგუ ასაკავას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ბანკის წლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. "აღინიშნა ADB-ის განსაკუთრებული მხარდაჭერა ქვეყნისთვის სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების თვალსაზრისით, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკულ და განათლების სფეროებში როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ითქვა, რომ საქართველოსა და ADB-ის თანამშრომლობის 2024-2028 წლების სტრატეგია (CPS) მიზნად ისახავს საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ყურადღება დაეთმო ქვეყანაში ეკონომიკურ წინსვლას და ამ კუთხით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს სტრუქტურულ რეფორმებს და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას. საუბარი შეეხო მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო როლის გაძლიერებას ისახავს მიზნად. დღეის მდგომარეობით, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში 1.9 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების 16 აქტიური საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, ტიტე გედენიძე - კიდევ ერთი თავდასხმა, ამჯერად ჩვენს თანამებრძოლ ლუკა შველიძეზე - ოთხნი იყვნენ ნიღბებში
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
ფავლენიშვილი - სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი - ცოლთან და შვილთან ერთად ვიყავი
ქედის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად სახალხო დღესასწაული „ფრიდონობა“ აღინიშნა
|
ომი უკრაინაშიზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს - დაშავდა 19 და დაიღუპა 2 ადამიანი
ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|