13:09 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 11:31:50, 589 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებში 2016 წლის პროგრამების პრეზენტაციას აგრძელებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებში 2016 წლის პროგრამების პრეზენტაციას აგრძელებს.

მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი დღეს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ მანანა ფაღავას და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ლელა სურმანიძესთან ერთად ონკოლოგიურ საავადმყოფოში იმყოფებოდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სამედიცინო პერსონალს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა მოქმედი პროგრამების, მოსარგებლეებისა და დაფინანსების წესის შესახებ. მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანია სამინისტროს პროგრამების შესახებ სამედიცინო პერსონალის მეტი ინფორმირება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამინისტროს ახალ პროგრამას.

„2016 წელს სამინისტრომ „ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება“ ცალკე პროგრამად გამოყო, რამაც გაამარტივა პროგრამაში ონკოლოგიურ პაციენტთა ჩართვა, შეამცირა დაფინანსების მიღების ვადები, ასევე პაციენტებს აღარ უწევთ დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოდგენა.

პროგრამის ფარგლებში იანვრიდან დღემდე გაცემულია 130 ვაუჩერი.

ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამით ფინანსდება ის დამატებითი სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სამედიცინო პროგრამებით.

აღნიშნულ შემთხვევაში მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციების დაცვით: 1000 ლარის ჩათვლით-100%-ით;  1000 ლარზე მეტი 2000 ლარის ჩათვლით-90%-ით; 2000 ლარზე მეტი 3000 ლარის ჩათვლით-80%-ით; 3000 ლარზე მეტი-70%-ით. არაუმეტეს 5 000 ლარისა.

პროგრამით ასევე ფინანსდება ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება - ტარგენტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტებით სამკურნალო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით ქვეპროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით ერთ მომართვაზე არაუმეტეს 5000 ლარისა, წლიური ლიმიტი შეადგენს 10 000 ლარს.

პროგრამის მოსარგებლეა ყველა ონკოლოგიური პაციენტი დამტკიცებული დიაგნოზით.

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 700 000 ლარს.

აღნიშნულ სამედიცინო მომსახურებას სამინისტრო გასულ წელს „ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში აფინანსებდა.

2016 წელს სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტი შეადგენს 11,306,170 ლარს. უწყება წელს 7 პროგრამას და 20 ქვეპროგრამას ახორცილებს. 2015 წელთან შედარებით სამინისტროს ბიუჯეტი 5, 191 142 ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში 14, 057, 940 ლარს შეადგენს“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გომელაური - ციფრები ადასტურებს, რომ პოლიციის მიმართ ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, გაზრდილია მომართვიანობა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე
გომელაური - ისმოდა მოწოდებები, შტურმით აეღოთ კანცელარიის შენობა - განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები
გლდანის რაიონში კიდევ ორი სპორტული მოედანი რეაბილიტირდა
ნარჩენების მართვის, სათბური აირების ემისიების შემცირების და მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვის სისტემების დანერგვის მიმართულებით, ახალი პროექტი იწყება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics