02:35 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 11:51:29, 865 ნახვა

საზოგადოება
ნია ონიაშვილის სამედიცინო კლინიკა „ბაიებმა“ საიუბილეო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

თბილისში, კრწანისის რაიონში მდებარე ნია ონიაშვილის სამედიცინო კლინიკა „ბაიებს“  ერთი  წელი შეუსრულდა. გუშინ, საიუბილეო დღისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა, რომელიც კლინიკის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, მედიცინის დოქტორმა  ნია ონიაშვილმა გახსნა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ კრწანისის რაიონის  მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ხაბარელი, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ციალა ჯელაძე,  სამედიცინო კლინიკის თანამშრომლები, ექიმები,  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს ბანკისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები.

„მართალია, კლინიკაბაიების”  დაარსების იდეა რამდენიმე წლის წინ დაიბადა, თუმცა ჯერ მხოლოდ ერთი წელი გახდა, რაც ჩვენი კლინიკა ფუნქციონირებს და საკმაოდ, წარმატებულადაც. რაც შეეხება სახელს (“ბაიები”), სურვილი გვქონდა, კლინიკას ქართული სახელი ჰქონოდა. პროფესიით მეან-გინეკოლოგი ვარ, ვემსახურები უკეთილშობილეს, ამავდროულად , უაღრესად საპასუხიმგებლო  საქმეს - ახალი სიცოცხლის დაბადებას. უმწეო ახალშობილიბაიაა, თუმცა ძველ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთშიბაიებიერქვა  ციხე-სიმაგრეს. სწორედ ასეაბავშვები ხომ ჩვენი მომავალი, ახალი თაობა, სიძლიერე, ციხე-სიმაგრეა. ასე წარმოიშვა კლინიკის სახელიცბაიები, - აღნიშნა კლინიკის ხელმძღვანელმა და იდეისა და სურვილის  განხორციელდებისთვის, ფინანასური თანადგომისთვის  „საქართველოს ბანკს“  მადლობა გადაუხადა.

კლინიკა “ბაიები” მოწინავე სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც წარმოდგენილია სამეანო–გინეკოლოგიური, ქირურგიული და ამბულატორიული განყოფილებები.  სამედიცინო კლინიკა “ბაიები”, რომელიც  დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიციური მედპერსონალით, მომხმარებელს სთავაზობს პაციენტებზე ორიენტირებულ ინდივიდუალურ სამშობიარო ბლოკებს, მყუდრო და კომფორტულ პალატებს ინტერნეტით და ტელეფონით, ასევე ლუქსის ტიპის პალატებს. კლინიკაში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის და ასევე, კერძო დაზღვევის პროგრამები. ამასთან, დღეს კლინიკაში არსებული ტარიფები ხელმისაწვდომს ხდის მას ნებისმიერი პაციენტისთვის. კლინიკა “ბაიების” ხელმძვანელობას ამბიციური გეგმები აქვს, არ აპირებენ მიღწეულზე გაჩერებას, იმედოვნებენ, რომ კიდევ მრავალი პაციენტი ეზიარება დედობის სიხარულს.

„ჩვენი სურვილია, სრულიად ინოვაციური და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ პაციენტებს და ზოგადად ავამაღლოთ სამედიცინო მომსახურების ხარისხი საქართველოში. კლინიკა აღჭურვილია უახლესი  სამედიცინო ტექნიკით, ლაბორატორიით, ვენტილაცია-კონდეცირების ფილტრული სისტემით, რაც პასუხობს მოთხოვნის თანამედროვე სტანდარტებს.  იმედი გვაქვს, „ბაიები“ თავისი თანამედროვე ტექნოლოგიით და აპარატურით საუკეთესო დასავლური ხარისხის სერვისს შესთავაზებს პაციენტებს,“ - კლინიკის უპირატესობებზე ისაუბრა კლინიკის ხელმღძვანელმა ნია ონიაშვილმა.

ფუნქციონირების 1 წლის თავზე კლინიკის ხელმძღვანელმა სიხარულით  აღნიშნა, რომ ამ ხნის განმავლობაში კლინიკა ‘ბაიებში” დაიბადა 937 პატარა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ ქალბატონებს, რომლებმაც გახსნისთანავე, პირველად იმშობიარეს „ბაიების“ სამშობიაროში და მადლობის ნიშნად, კლინიკის სახელით 200 ლარის ოდენობის ვაუჩერები გადასცა: „ვაუჩერში  შედის ულტრა–ბგერითი კვლევები, ლაბორატორიული კვლევები და ექიმ–სპეციალისტების კონსულტაციები, ხოლო მათ  პატარა ბაიებს, “კლინიკა ბაიების პირველ მერცხალებს”, რომლებსაც ჩვენთან ერთად 1 წელი შეუსრულდათ, კი სიმბოლურად გვინდა გადავცეთ ვარსკვლავი“.

ღონისძების დასასრულს,   მინი ტური გაიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა  სამედიცინო კლინიკა დაათვალიერეს დაიმ თანამდროვე მიღწევებს გაეცნენ, რომელიც „ბაიებს“ სხვა კლინიკებისგან გამოარჩევს. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics