20:02 - 19 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-07 12:53:56, 321 ნახვა

პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - შესაძლოა, პარასკევს, კომიტეტზე მესამე მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღონ

პარტია „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში უქმე დღეს, 10 მაისს 09:00 საათზე ჩანიშნულ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და არ გამორიცხავს, რომ კომიტეტმა აღნიშნულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღოს.

როგორც ნაცვლიშვილი წერს, კანონპროექტი დღის წესრიგში მითითებული არ არის, თუმცა სხდომაზე საკითხის დამატება შესაძლებელია.

„პარასკევს, უქმე დღეს, 09:00 საათზე ჩაინიშნა იურიდიული კომიტეტის სხდომა.

რუსული კანონი ჯერ არ წერია დღის წესრიგში, მაგრამ სხდომაზევე საკითხის დამატება შესაძლებელია და „ოცნებას" ხმები ეყოფა.

შესაძლოა, სწორედ პარასკევს მიიღონ მესამე მოსმენით - კომიტეტზე.

ამის შემდეგ რჩება პლენარული სხდომა (შემდეგ კვირაში), ვეტო და მისი დაძლევა - ჯერ კომიტეტზე, შემდეგ პლენარულზე.

1. ათიათასობით ადამიანი აგრძელებს პროტესტს. არავინ აპირებს დაღლას და გაჩერებას. არავინ აპირებს საგარეო კურსის ცვლილებასთან შეგუებას.

2. იზრდება საერთაშორისო წნეხი „ოცნებაზე" და ინდივიდუალური სანქციების რისკები

3. იზრდება სისტემის შიგნით უკმაყოფილება და რყევები. ასობით თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე ზუსტად ხვდება, რაში მონაწილეობას აიძულებენ აქტიურად თუ პასიური მხარდაჭერით. ხვდება, რა ხიფათია ეს ქვეყნისთვის. იზრდება უკმაყოფილება პარტიის აქტივისტებს შორის.

პროპაგანდა არ მუშაობს. გული მწყდება იმ ადამიანებზე, ვინც ამ ისტორიულ მომენტში სხვა როლი ვერ მოძებნა და პროტესტის გაშავებითაა დაკავებული მაშინ, როდესაც ყველაფერი ხელისგულზე დევს“, - აღნიშნულია დეპუტატის განცხადებაში.

ცნობისთვის, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 10 მაისს, 09:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ 10 მაისი, მთავრობის დადგენილებით, უქმე დღედ არის გამოცხადებული.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
ირანის პრეზიდენტის ვერტფრენი ჩამოვარდა
ზურაბიშვილი - მე მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, რომ მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის ველოდები

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics