2024-05-07 22:02:28, 252 ნახვა
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი - შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მთავარი დამფინანსებელია და წელიწადში 1 000 000 ლარს აძლევს
წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს მთავრობა შვედეთში აფინანსებდეს ორგანიზაციას, რომელიც ულტიმატუმს წაუყენებს შვედეთის პარლამენტს, რომ მან მთავრობა გადააყენოს და ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ამ ორგანიზაციას ჰქონდეს ვეტოს უფლება, ხოლო ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში წალეკვით დაემუქრება, - ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი მარიამ ლაშხი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრის იოჰან ფორსელის განცხადებას იმის შესახებ, რომ შეშფოთებულია „გამჭვირვალობის კანონპროექტით“. მარიამ ლაშხის თქმით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მთავარი დამფინანსებელია და წლიწადში 1 000 000 ლარს აძლევს. სააგენტომაც და საელჩომაც კარგად იციან, რომ ამ ორგანიზაციას მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგი და საარჩევნო მიზნები აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ფულის ხარჯვას არ უდგებიან პასუხისმგებლიანად, რაც საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაა. „წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს მთავრობა შვედეთში აფინანსებდეს ორგანიზაციას, რომელიც; შვედეთის ხელისუფლებას არაერთხელ რომ მიეთითებინა, რომ საქართველოს პასუხისმგებლიანად ეხარჯა ფული შვედეთში, არ წაეხალისებინა დეზინფორმაცია და რადიკალიზმი და საქართველოს ხელისუფლებას ამაზე ნული რეაგირება ჰქონოდა. როგორ ფიქრობთ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრი ასეთ ორგანიზაციას შვედურ სამოქალაქო საზოგადოებას, ხოლო საქართველოს მთავრობას მეგობარს უწოდებდა? არადა საქართველოში ეს ხდება. შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მთავარი დამფინანსებელია და წლიწადში 1 000 000 ლარს აძლევს. სააგენტომაც და საელჩომაც კარგად იციან, რომ ამ ორგანიზაციას მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგი და საარჩევნო მიზნები აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ფულის ხარჯვას არ უდგებიან პასუხისმგებლიანად, რაც საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაა“, - წერს მარიამ ლაშხი "ფეისბუქზე". ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
ირანის პრეზიდენტის ვერტფრენი ჩამოვარდა
ზურაბიშვილი - მე მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, რომ მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის ველოდები
|
ომი უკრაინაშირუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|