2016-02-12 12:37:28, 905 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ISIS სირიასა და ერაყში ქიმიურ იარაღს იყენებს
ISIS სირიასა და ერაყში ქიმიურ იარაღს იყენებს, - აღნიშნულ ინფრომაციას "ბიბისი" აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯონ ბრენანის განაცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ბრენანი თავის განცხადებაში ამბობს, ტერორისტულ დაჯგუფებას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქიმიური იარაღი აწარმოოს. "ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რამდენიმე შემთხვევის შესახებ, როდესაც "ისლამურმა სახელმწიფომ" ბრძოლის ველზე ქიმიური იარაღი გამოიყენა", - განაცხადა ბრენანმა. როგორც ჯონ ბრენანმა აღნიშნა, ისლამისტებმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, შესაძლოა, დასავლეთის ქვეყნებში ქიმიური იარაღის ექსპორტიც სცადონ, რაც მათ შესაძლებლობებს არ აღემატება. "ამიტომაც მნიშვნელოვანია იმ სატრანსპორტო ხაზების და კონტრაბანდის გზების პრევენცია, რომელსაც ისინი იყენებენ", - განმარტა აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯონ ბრენანმა. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|