02:20 - 20 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-08 15:51:15, 338 ნახვა

პოლიტიკა
ლექსმანი - ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - სირცხვილი „ქართულ ოცნებას“

სირცხვილი "ქართულ ოცნებას",- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი "ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟში ჩართული პირების შესახებ" მონაცემთა ბაზის შექმნაზე "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას.

ლექსმანი მმართველი პოლიტიკური გუნდის განაცხადს ავტორიტარიზმს უწოდებს.

"ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი. სირცხვილი "ქართულ ოცნებას" და მათ, ვინც მის მიერ ქართველი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების განადგურებას ხელს უწყობს",- წერს ლექსმანი X-ზე.

ცნობისთვის, დღეს, 8 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, "პარტიული სტრუქტურების მეშვეობით იწყება მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს".




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რაისის ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა დადგენილია
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
ირანის პრეზიდენტის ვერტფრენი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics