2024-05-08 17:46:32, 327 ნახვა
პოლიტიკა
„მნიშვნელოვანია, შეწყდეს ჩვენი ისტორიის დამახინჯების ან დავიწყების მცდელობა“ - პუტინმა ქართველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უცხო სახელმწიფოების ლიდერებსა და ქართველ და მოლდოველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 79-წლისთავთან დაკავშირებით" მილოცვები გაეგზავნათ დსთ-ს ქვეყნების, დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. ლიდერებსაც. მილოცვის სიაში არ არის უკრაინა. ვლადიმერ პუტინმა "გამოთქვა რწმენა, რომ დიდი სამამულო ომის დროს დამყარებული ძმური მეგობრობის კავშირები დარჩება საიმედო საფუძველი ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის". "მნიშვნელოვანია, შეწყდეს ჩვენი საერთო ისტორიის დამახინჯების ან დავიწყების ნებისმიერი მცდელობა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ყურადღებით შეინარჩუნოთ და გადასცეთ მომავალ თაობებს მეგობრობისა და ურთიერთდახმარების დიდებული ტრადიციები, რომლებიც ჩვენს მამებსა და ბაბუებს მძიმე სამხედრო განსაცდელების ამაყად გაძლებასა და ნაციზმის განადგურებაში დაეხმარა", - განაცხადა პუტინმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, რაისის ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა დადგენილია
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
ირანის პრეზიდენტის ვერტფრენი ჩამოვარდა
|
ომი უკრაინაშირუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|