2024-05-09 09:30:36, 357 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე ივანიშვილს - მოემზადე მოსკოვში წასასვლელად
რუსულად მართვა და ტერორი საქართველოში არ გაგივა! მოემზადე მოსკოვში წასასვლელად,- ასე მიმართავს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. ხაზარაძე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეებზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ ივანიშვილმა მასობრივი ტერორი დააანონსა. "ბიძინამ მასობრივი ტერორი დააანონსა! ყველაფერი რაც ახლა ხდება, არის მისი პირადი პასუხისმგებლობა - ხალხის დაშინება, მუქარა, ადამიანების ცემა! პირადად მოგეთხოვებათ შენ და შენს დამქაშებს კანონის სრული სიმკაცრით... რუსულად მართვა და ტერორი საქართველოში არ გაგივა! მოემზადე მოსკოვში წასასვლელად... არა რუსულ რეჟიმს საქართველოში!" - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, წუხელ გვიან ღამით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ დიმიტრი ჩიქოვანზე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორ, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძესა და "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარ გია ჯაფარიძეზე, რომელიც "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ძმაა, თავდასხმა განხორციელდა. ავტორი: ექსპრესნიუსი, რაისის ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა დადგენილია
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
ირანის პრეზიდენტის ვერტფრენი ჩამოვარდა
|
ომი უკრაინაშირუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|