07:19 - 20 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-09 11:57:47, 235 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ფაშიზმზე გამარჯვებას ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ჩაგვრა, გენოციდი და ადამიანების მკვლელობა უდიდესი ბოროტებაა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიულოცა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. 

როგორც მან მედიასთან აღნიშნა, "ქართველებს დღესაც უწევთ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ სიკეთე გაიმარჯვებს".

„ვულოცავ ამ დღეს ყველას, ვისთვისაც ჩაგვრა, გენოციდი, ოჯახების გაუბედურება, ადამიანების მკვლელობა უდიდესი ბოროტებაა. ფაშიზმმა მსოფლიოს დამანგრეველი შედეგები მოუტანა, ასევე, ბევრი ჩვენი თანამემამულე დაიღუპა. მადლობა ჩვენს გმირ ვეტერანებს, ვუსურვებ მათ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს. სამწუხაროდ, დღესაც გვიწევს ბრძოლა ფაშიზმის წინააღმდეგ, მაგრამ ბოროტებასა და რადიკალიზმზე სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რაისის ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა დადგენილია
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
ირანის პრეზიდენტის ვერტფრენი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics