2024-05-09 13:34:22, 330 ნახვა
პოლიტიკა
დარჩიაშვილი - ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აუცილებლად მიიღწევა
ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აუცილებლად მიიღწევა, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც მინისტრი აღნიშნავს, „ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ თავის საკონსტიტუციო ვალდებულებად აქცია“. „დღეს ევროპის დღეა - დღე, როდესაც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეები ერთობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას აღნიშნავენ. დღევანდელი დღე მრავალ სახელმწიფოს აერთიანებს ერთიანი ღირებულების გარშემო და გვახსენებს საერთო მიღწევებს მშვიდობის განმტკიცების, ინსტიტუციური განვითარების, ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობისა და ინკლუზიური და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბების მიმართულებით. სწორედ ამ საერთო ფასეულობებს ეფუძნება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაც, რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. უფრო მეტიც, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ თავის საკონსტიტუციო ვალდებულებად აქცია. ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აუცილებლად მიიღწევა. ამ გზაზე უმნიშვნელოვანეს წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა 2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რომელმაც ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობები ახალ სტრატეგიულ დონეზე აიყვანა და საქართველოს ევროინტეგრაცია შეუქცევად პროცესად აქცია. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ განვაგრძობთ ყოვლისმომცველი, მომავალზე ორიენტირებული ევროპული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას და მტკიცედ გვწამს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი წარმატებით დასრულდება, რაც ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ საქართველოს აღიარების ტოლფასია. კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროპის დღეს, რომელიც ჩვენთვის ერებს შორის ჰარმონიული ურთიერთობების, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის სიმბოლოა!“ - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, CNN - ირანულმა მედიამ ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვა დაადასტურა
რაისის ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა დადგენილია
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
|
ომი უკრაინაშირუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|