12:36 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 13:49:34, 459 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ,  ნინოშვილის ქუჩაზე  მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ნინოშვილის ქუჩის 5000 კვადრატული მეტრის საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო  და   მარტის  ბოლოს  დასრულდება.

როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპისთვის, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, მოიხსნა გზის დაზიანებული საფარი, მოეწყობა  ახალი ბორდიურები, მოიფრეზება გზის სავალი ნაწილი და დაიგება ახალი ასფალტის საფარი.

„გზების მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა. რაიონში გვაქვს ისეთი  ქუჩები  და ჩიხები, სადაც  გზის  საფარი ათეული წლების  განმავლობაში არ შეცვლილა. ჩუღურეთის რაიონის გამგეობა გეგმაზომიერად და ეფექტურად მუშაობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად“, -  განაცხადა  ზურაბ ჩიკვილაძემ.

ჩუღურეთის რაიონში, 2016 წლის საბიუჯეტო ასიგნებებით, გზებისა და შიდა ეზოების მოასფალტებისთვის 2 650 000  ლარია გათვალისწინებული. ამასთან, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 25 შიდა ეზოსა და 20 ქუჩის მოწესრიგებაა დაგეგმილი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქსტატი - 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა
The Digital Banker-მა „საქართველოს ბანკი“ საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში
TI - საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს
საქსტატი - 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics