13:04 - 20 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-09 14:15:25, 803 ნახვა

საზოგადოება
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს

ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა - შესაბამისი მემორანდუმი სოფიაში გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ალექსი ახვლედიანმა და ბულგარეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი სააგენტოს საზღვაო ადმინისტრაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვენცისლავ ივანოვმა. 

მემორანდუმზე ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის ბულგარეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა.

"მინისტრის მოადგილის შეფასებით, სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატების ურთიერთაღიარება ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მეზღვაურების საქმიანობის მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, რომ სანაპირო ნაოსნობაში ჩართული ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატებს უკვე შავი ზღვის ოთხი ქვეყანა: თურქეთი, რუმინეთი, უკრაინა და ბულგარეთი აღიარებს, რაც ზრდის ქართველი მეზღვაურების დასაქმების შესაძლებლობებსა და არეალს შავი ზღვის რეგიონში.

მემორანდუმის ხელმოწერამდე ქართულმა დელეგაციამ მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით შეხვედრა გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროში, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა საზღვაო განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების მიმართულებით, ასევე, შავი ზღვის რეგიონში პირდაპირი საზღვაო გადაზიდვების, მათ შორის საბორნე მიმოსვლის განვითარების კუთხით. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მხარეებმა ასევე განიხილეს ბურგასი-ბათუმის საბორნე მიმოსვლის სიხშირეების გაზრდისა და ბურგასი-ფოთის საბორნე მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობები.

სოფიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გურამ გურამიშვილისა და ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილის, ანნა მიჰნევა ნატოვას პირისპირ შეხვედრა გაიმართა, სადაც ორი ქვეყნის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს, მათ შორის სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში.

„შავ ზღვაზე დაკავშირებადობა არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის - ჩვენ ქვეყანას აქვს საზღვაო საზღვარი ბულგარეთთან და ინტენსიფიკაცია ტვირთების გადაზიდვისთვის და დაკავშირებადობის გაუმჯობესება არის მნიშვნელოვანი ფაქტორი შუა დერეფნის განვითარებისთვის. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ ჩემს ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრაზე და  დავსახეთ კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე პროცედურულ კომპონენტებს", - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.

 

როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქართული მხარე დაინტერესებულია, კიდევ უფრო გაიზარდოს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საბორნე (როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო) მიმოსვლა, რაც ხელს შეუწყობს არამარტო ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ზრდას, არამედ ასევე ჩვენი სატრანსპორტო დერეფნის მიმზიდველობის ამაღლებას.  გურამ გურამიშვილის შეფასებით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა შუა დერეფნის, როგორც ალტერნატიული ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის როლი, რაც  საქართველოსა  და ბულგარეთს თავიანთი სატრანსპორტო და სატრანზიტო შესაძლებლობების უკეთ გამოყენების საშუალებას აძლევს.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ვეტოზე - იურიდიული კომიტეტი შემდეგ სასესიო კვირაში განიხილავს - რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს
კობახიძე - ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების მატჩებზე დასასწრებად მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა კვირის ბოლომდე დაიწყება
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
პრემიერი - კანონზე ახალგაზრდებთან დისკუსიის შეთავაზება ძალაში რჩება - იმედია, ერთი ჯგუფი მაინც თავს დააღწევს რადიკალების ბულინგს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics