2024-05-09 15:15:19, 346 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - მჯერა, რომ საქართველო ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს მალე შეუერთდება
მჯერა, რომ საქართველო ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს მალე შეუერთდება, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც პაპუაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო ევროპის მშვიდობისა და წინსვლის უზრუნველყოფაში სხვა ქვეყნებთან ერთად წვლილს შეიტანს. „მეორე მსოფლიო ომის დამანგრეველმა ანტიჰუმანურმა შედეგებმა ევროპას გაერთიანების იდეა შთააგონა, ისტორიის მკაცრმა გაკვეთილმა ევროპის წამყვან ქვეყნებს მშვიდობისა და ახალი ომების პრევენციის მიზნით ერთობის აუცილებლობა უკარნახა. დღეისათვის ევროკავშირი 27 ქვეყანას აერთიანებს, რომელთა მიზანს მშვიდობის უზრუნველყოფა და ევროპელი ხალხის კეთილდღეობა წარმოადგენს. ევროპის ერთობა ემყარება სუვერენულ ქვეყანათა კავშირს, რადგან სწორედ თავისუფალ სახელმწიფოთა გაერთიანებას შესწევს ძალა ბოროტების დამარცხების. გილოცავთ ევროპის დღეს! მჯერა, რომ საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს, სადაც თითოეული ქვეყანა თავისი თვითმყოფადობითა და ისტორიული გამოცდილებით შეიტანს წვლილს ევროპის მშვიდობის და წინსვლის უზრუნველყოფაში“, - აღნიშნულია პაპუაშვილის განცხადებაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, მერია - საბურთალოს გამგეობის ორგანიზებით დიდგორობის დღესასწაული აღინიშნა
საფინანსო კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა
ჰააგის სასამართლოს პროკურორი ნეთანიაჰუს, გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს
კალასი - ნატოს უკრაინაში სამხედროების გადასამზადებლად ჯარების გაგზავნის არ უნდა შეეშინდეს, რადგან ეს ომში ჩართვას არ გამოიწვევს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|