14:22 - 20 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-09 16:37:19, 375 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - პუტინმა და ფაშინიანმა სომხეთის ზოგიერთი ოლქიდან რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანის საკითხი შეათანხმეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ზოგიერთი ოლქიდან რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანის საკითხი შეათანხმეს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, სომხური მხარის თხოვნის საფუძველზე, რუსი მესაზღვრეები ირანისა და თურქეთის საზღვართან დარჩებიან.

„დიახ, ეს ნამდვილად ასეა. 2020 წლის შემოდგომას, სომხური მხარის თხოვნით, ჩვენი სამხედროები და მესაზღვრეები განთავსდნენ რიგ სომხურ ოლქებში. ფაშინიანმა თქვა, რომ დღეს შეცვლილ პირობებთან დაკავშირებით ასეთი საჭიროება აღარ არის, ამიტომ, პრეზიდენტი პუტინი დათანხმდა და ჩვენი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანა შეთანხმდა“, - განაცხადა პესკოვმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დავითაშვილი - წელს პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ 1 402 000 შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია
დავითაშვილი - სუბსიდირებული ფრენების საშუალებით ევრო-2024-ზე დამატებით 3000 ქომაგი შეძლებს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თამაშებზე დასწრებას
სვანეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics