2024-05-09 23:07:54, 321 ნახვა
პოლიციელებმა სამხედრო ექსპერტი ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს - ვიდეო
პოლიციელებმა სამხედრო ექსპერტი ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს. ადვოკატის, გიორგი მახარაძის თქმით, უჩა აბაშიძეს იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. მისი თქმით, აბაშიძესთან მხოლოდ სამი წუთით გასაუბრების საშუალება ჰქონდა. სხვა დეტალები მისთვის უცნობია. "უკვე დაკავებული ადამიანი ჩამოჰყავდათ სახლიდან, მაშინ აგვიშვეს ჩვენ. დაცვის უფლება უჩა აბაშიძეს უკვე დარღვეული აქვს", - თქვა აბაშიძის ადვოკატმა. ბლოგერის მხარდასაჭერად, მის სახლთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიციაც. უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია რამდენიმე საათის წინ შევიდა. როგორც მისი ახლობლები წერდნენ, აბაშიძეს არ აძლევდნენ ტელეფონის გამოყენებისა და ადვოკატთან დაკავშირების საშუალებას. აბაშიძემ სოციალურ ქსელში რუსული კანონის საწინააღმდეგო და პროტესტის მხარდამჭერი არაერთი პოსტი და ვიდეო გამოაქვეყნა. ავტორი: ექსპრესნიუსი, მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
პრემიერი - კანონზე ახალგაზრდებთან დისკუსიის შეთავაზება ძალაში რჩება - იმედია, ერთი ჯგუფი მაინც თავს დააღწევს რადიკალების ბულინგს
პაპუაშვილი „გლობალური ომის პარტიაზე“ - შეგიძლიათ, მოიაზროთ ყველა ის ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომლებიც ქვეყანას არეულობისკენ უბიძგებდნენ
კობახიძე - ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც დისკუსიისთვის ყველანაირი სივრცე ჩაკეტა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|