09:17 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 13:56:40, 460 ნახვა

პოლიტიკა
საია გარდაბნის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე არჩევნებზე საარჩევნო კანონდარღვევაზე საუბრობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2016 წლის 28 იანვარს გარდაბანში მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს დააკვირდა.

საიას ათამდე დამკვირვებელმა კენჭისყრის დღის დაკვირვება განახორციელა როგორც სტატიკურად, ასევე მობილური ჯგუფის მეშვეობით. ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იყო წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ უბნებზე.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან აცნობეს, კენჭისყრის დღეს საიას დამკვირვებლებმა საარჩევნო კანონდარღვევის სულ 10 შემთხვევა დააფიქსირეს, მათ შორის: უბნის გარეთ, უბნის მიმდებარე ტერიტორიზე ფიზიკური დაპირისპირების - 2, უბანზე სიტყვიერი დაპირისპირების - 2, არაუფლებამოსილ პირთა უბანზე ყოფნის - 1, საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსების - 1, საარჩევნო კომისიის წევრის მოვალეობის არაჯეროვანი/ბრალეული შეუსრულებლობის - 4 შემთხვევა. ასევე დაფიქსირდა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაურკვეველი სტატუსის მქონე პირების მობილიზების შემთხვევები.

მათივე ინფორმაციით, საიას დამკვირვებლების მიერ დღის განმავლობაში სულ 6 საჩივარი დაიწერა.

მათ შორის 5 ფაქტთან დაკავშირებით 3 საჩივარი წარდგენილ იქნა საოლქო საარჩევნო კომისიაში.

აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საიას დამკვირვებლების მოთხოვნა და სხვადასხვა სახის პროცედურული დარღვევების გამო 6 დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა (შენიშვნა და გაფრთხილება) შეუფარდა საარჩევნო კომისიის 4 წევრს. მათ შორის, 2 კომისიის წევრის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის 2 ზომა მათ მიერ ჩადენილი სხვადასხვა ხასიათის პროცედურული დარღვევების გამო.

აღსანიშნავია, რომ 28 იანვრის არჩევნებზე საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების არასათანადო ქცევა საარჩევნო უბნებზე. ასეთი ფაქტები საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს (#1, #4, #8 და #53 საარჩევნო უბნებზე.) საიას დამკვირვებელთა ინფორმაციით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების „ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის“, „მომავლის არჩევანის“, „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის“, „ანტიკორუფციული მედია ცენტრის,“ „თავისუფალი ზონის“ დამკვირვებლები ცალკეულ შემთხვევებში არღვევდნენნ ეთიკის პრინციპებს და ცდილობდნენ არასათანადო გავლენა მოეხდინათ საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაზე. საიამ მოუწოდა საარჩევნო ადმინისტრაციას ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე და უზრუნველეყო წესრიგის დაცვა საარჩევნო უბნებზე. ასევე მოვუწოდეთ შესაბამის სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, უზრუნველეყოთ საკუთარი დამკვირვებლების ქცევის წარმართვა ეთიკის და კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენი მოსაზრებით, დამკვირვებელს ჰქონდა კანონით მინიჭებული უფლება პრეტენზიები გამოეთქვა საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობასთან დაკავშირებით, მოეწოდებინა მისთვის ხარვეზის გამოსწორებისკენ. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციას ჰქონდა ვალდებულება განეხილა დამკვირვებლის შენიშვნები და პრეტენზიები, თუმცა ეს ფაქტი დამკვირვებელს არ აძლევდა იმის უფლებას, რომ ჩარეულიყო საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაში და ასეთი ჩარევით ჰქონოდა მცდელობა არასათანადო გავლენა მოეხდინა მის საქმიანობაზე“,-აღნიშნულია საიას განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics