00:05 - 21 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-10 11:08:53, 244 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა 2024 წლის აპრილში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 125 ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 125  ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 24  დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 1 - მცხეთა-მთიანეთის, 4 - გამოვლენილია ქვემო ქართლის, 11 - შიდა ქართლის, 38 - სამცხე-ჯავახეთის, 3 - გურიის,  36 - იმერეთის, 1 რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, ხოლო 7 კანონდარღვევის ფაქტი გამოვლენილია სამეგრელო -ზემო სვანეთის  სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

„სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში.

მიმდინარე წლის აპრილის თვეში, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს  თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 34,295 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

რაც შეეხება 2024 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 334 ფაქტია გამოვლენილი; საქმიან ეზოებში დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 266,644  კუბური მეტრი შეადგინა“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
თეირანელი მეხორცეს დასასრული - რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?
POLITICO - თუ მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
აბიტურიენტები საპროტესტო მსვლელობით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics