23:15 - 20 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-10 12:28:29, 317 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა, ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ღია წერილს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, კობახიძის მიერ ახალგაზრდების ბერბიჭაშვილთან გაიგივება, "ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრს სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მისი მთავრობის საკუთარი ხალხისგან გაუცხოებას ადასტურებს".

"ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის რაიმე ტოლობის ნიშნის დასმა, ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. ეს სიტყვები პრემიერ მინისტრს როცა ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მისი მთავრობის საკუთარი ხალხისგან გაუცხოებას ადასტურებს!

მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის  სიყვარულით იწყება, „მამულის“ სიყვარული სხვა არაფერია.

ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალური პირებისგან ( გამონაკლისის გარეშე)… ესეც სარწმუნოება!!!

რაც შეეხება ენას… თქვენი სუძულვილის ენა ქართული არასოდეს ყოფილა!" - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, 10 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში ღია წერილი გამოაქვეყნა. პრემიერი წერილში ახალგაზრდებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ "როდესაც 29 წლის გიგლა ბერბიჭაშვილმა 70 წლის ილია ჭავჭავაძეს ესროლა, მას ღრმად სწამდა, რომ თავად იყო პროგრესული გულწრფელი ახალგაზრდა, ხოლო ილია ჭავჭავაძე - ჩამორჩენილი. ბერბიჭაშვილს და მის თანამოაზრე ახალგაზრდებს ეს რწმენა ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ ჩაუნერგა. მსგავსი მეთოდებით მუშაობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაც, რომელმაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის" პირდაპირ თუ ირიბად მიმდევარ ახალგაზრდებს დააჯერა, რომ სწორედ ისინი არიან გულწრფელობისა და პროგრესულობის მაგალითი ამ ქვეყანაში". 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
თეირანელი მეხორცეს დასასრული - რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?
POLITICO - თუ მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
აბიტურიენტები საპროტესტო მსვლელობით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics