16:07 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 14:22:38, 552 ნახვა

საზოგადოება
მარტყოფში თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ მარტყოფში  თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის მეორე კორპუსი გახსნეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში აშშ-ს საელჩოსა და სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის შედეგად,  72 ადამიანზე გათვლილ თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის ახალი კორპუსის მშენებლობას საფუძველი ორი წლის წინ ჩაეყარა.

უწყების ინფორმაციით, მიმღები ცენტრის მშენებლობა, აშშ-ის ევროპული სარდლობის ხელმძღვანელობით,   აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისმა უზრუნველყო.

მსოფლიოში  მიმდინარე გამწვავებული კონფლიქტების შედეგად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაოცმაგდა. თავშესაფრის მაძიებელთა მზარდმა ნაკადმა მათი განთავსების შესაძლებლობების გაზრდის აუცილებლობა განაპირობა.

ამ დრომდე, საქართველოში  თავშესაფრის მაძიებელთა ერთადერთი მიმღები ცენტრი ფუნქციონირებდა, რომელიც 60 პირზეა გათვლილი. 

ახალი შენობა აღჭურვილია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, რაც თავშესაფრის მაძიებლებს საქართველოში ყოფნის პერიოდში მაქსიმალურად  კომფორტულ გარემოს შეუქმნის.

ცენტრში მოწყობილია ტრენაჟორების დარბაზი,  ბავშვთა გასართობი ცენტრი, კომპიუტერების, საკლასო, მოსასვენებლი და შეხვედრების ოთახები. გარემო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის.

მიმღები ცენტრის მშენებლობისათვის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა   951,725 $ გამოყო.  გაეროს დაფინანსებით ახალი კორპუსისათვის  შეძენილი იქნა 155 000 ლარის ღირებულების ავეჯი და ტექნიკა.

სპეციალურად გახსნის ცერემონიისათვის საქართველოში ჩამოვიდა აშშ-ს არმიის ინჟინერთა კორპუსის ევროპის რეგიონის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი ტაილერი.  გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი  ჰაი შელოუ, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ჯამარაული.

 








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალექსანდრე დალაქიშვილი - ოპოზიციამ უნდა დატოვოს ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და ჯანსაღ გუნდს მიეცეს საქმის კეთების საშუალება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერალს შეხვდა
კალაძე - რატომ უნდა გაიწვიონ კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?!
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics