14:33 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 14:29:28, 590 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ჩოგოვაძე: 2015 წელს საქართველოს 5 897 685 ვიზიტორი სტუმრობდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ საზოგადოებას 2015 წლის ანგარიში გააცნო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის წლის სტატისტიკური მონაცემები, შესრულებული პროექტები, საქართველოს ტურიზმის სტრატეგია, მარკეტინგული კამპანიები, საერთაშორისო ტურისტული გამოფენები, გაცნობითი ტურები, პუბლიკაციები, სხვადასხვა ღონისძიებები და დაგეგმილი პროექტები 42 გვერდიან ბროშურაშია მიმოხილული.

როგორც გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2015 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტოდ რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - ქვეყანას 5,897,685 ვიზიტორი სტუმრობდა.

2015 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 400-მდე საერთაშორისო მედიის წარმომადგენელს და 150-მდე ტუროპერატორს უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაბა გუდაურსა და ბაკურიანში შეიქმნა ველოპარკები, ხოლო ტურიზმის ინდუსტრიის 1100 წარმომადგენელმა საქართველოს 15 ქალაქში გადამზადების კურსები გაიარა.

2016 წელს საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენცია იგეგმება. წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 20-მდე მიზნობრივ ქვეყანაში მარკეტინგულ კამპანიას ჩაატარებს. ადმინისტრაცია მონაწილეობას გეგმავს 21 საერთაშორისო გამოფენაში. შიდა ტურიზმის წასახალისებლად ჩატარდება სხვადასხვა აქტივობები, გაგრძელდება პროექტი „გაიცანი საქართველო." იგეგმება ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრების გახსნა, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სახელმძღვანელოების გამოცემა და სხვა აქტივობები.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯო ბაიდენი - საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, სრულად აღიარონ ისრაელი
პროგრამის „საპილოტე პროგრამა ქალებისათვის“ ფარგლებში, 100 ქალი დაფინანსდა
კალაძე - ფედერაცია ნაკრების წევრებს უქმნის ყველა პირობას, რომ მინდორზე საუკეთესოდ ითამაშონ - ასეთ დამოკიდებულებას მოაქვს შედეგი
კალაძე გახარიაზე - მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics