14:56 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 14:43:40, 539 ნახვა

საზოგადოება
გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტი საქართველოში ქალთა ძალადობის საკითხებს შეისწავლის

15-19 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტი დუბრავკა სიმონოვიჩი ეწვევა.

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" გაეროს ადამიანის უფლებების თბილისის ოფისიდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის მხრივ ქვეყანაში არსებული საერთო მდგომარეობის შეფასება და პირველწყაროდან ძალადობის ფაქტებზე ინფორმაციის მოპოვებაა.

“მადლობელი ვარ საქართველოს მთავრობის, რომელმაც აქ მომიწვია. ეს ჩემი, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელის, პირველი ოფიციალური ვიზიტია”, - განაცხადა სიმონოვიჩმა.

ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, ქალთა წინააღმდეგ ძალადობა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა კუთხით ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ დარღვევას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ზოგადად ყველა ქალს ეხება.

“სახელმწიფოებს აკისრიათ უმთავრესი ვალდებულება, მიიღონ ეფექტიანი ზომები ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოსაფხვრელად; ამგვარად, საბოლოოდ სახელმწიფო ორგანოებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა ეს რეალობად იქცეს", - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტმა დუბრავკა სიმონოვიჩმა.

ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი შეხვდება საქართველოს ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, როგორც თბილისში, ასევე კახეთსა და შიდა ქართლის რეგიონებში. როგორც გაეროს ადამიანის უფლების თბილისის ოფისიდან გვაცნობეს, ექსპერტი ასევე თავშესაფარს ეწვევა, სადაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები და აგრეთვე იძულებით გადაადგილებული პირები არიან განთავსებულნი. ექსპერტი, ძალადობის მსხვერპლ ქალებს და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ ქალებს შეხვდება.

“იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შედეგად, მე ჩემს წვლილს შევიტან მიმდინარე განხილვებსა და კონკრეტულ ძალისხმევაში, რაც ქვეყანაში ამგვარი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება”, - განაცხადა დუბრავკა სიმონოვიჩმა.

19 თებერვალს, 17:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაეროს სპეციალური მომხსენებელი პრესკონფერენციას გამართავს და ვიზიტის თაობაზე წინასწარ დასკვნებს წარმოადგენს. პრესკონფერენციაზე მხოლოდ ჟურნალისტები იქნებიან დაშვებული.

ცნობისთვის, ვიზიტის დროს მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შემუშავებულ საბოლოო ანგარიშს და შესაბამის რეკომენდაციებს ექსპერტი 2016 წლის ივნისში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 32-ე სესიაზე წარადგენს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics