12:18 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 14:53:10, 341 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, მოჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამედ ჯავად ზარიფის შეხვედრა გაიმართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ-კულტურულ კავშირებს და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. დაფიქსირდა მხარეთა მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.  ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა 2016 წლის 16 იანვრიდან ერთობლივ მოქმედებათა ყოვლისმომცველი გეგმის (JCPOA) განხორციელების დაწყებას და ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნის მნიშვნელობას, რაც წარმოშობს ახალ შესაძლებლობებს  ურთიერთობების  შემდგომი განვითარებისთვის. შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა თანამშრომლობის გაღრმავების ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და ტრანსპორტი. ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მნიშვნელობას და ქვეყნის მიერ ამ მიმართულების განვითარების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს.

ამასთან, საგარეო უწყების ინფორმაციით, ირანის მხარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ირანში მიიწვია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
გარემოს ეროვნული სააგენტო - ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics