21:17 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 14:54:05, 567 ნახვა

ეკონომიკა
თბილისში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის სამმხრივი საკოორდინაციო საბჭოს მე-7 სხდომა ჩატარდა

სასტუმრო "თბილისი მარიოტში", ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის სამმხრივი საკოორდინაციო საბჭოს მე-7 სხდომა ჩატარდა. 

სხდომაზე მოხსენება გააკეთეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა ბინალი ილდირიმმა. სხდომაზე საუბარი წარიმართა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მიმდინარეობასა და 2016 წელს განსახორციელებელ ღონისძიებებზე. 

თავის გამოსვლაში დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა რეგიონის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობასა და აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ხელშეწყობაზე. მან იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის საერთაშორისო და რეგიონულ სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაციის მიზნით ახპორციელებს. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად დაასახელა აბრეშუმის გზის განვითარება და ამ ჭრილში პარტნიორ ქვეყნებთან ერთობლივი პროექტების განხორციელება. მისი განცხადებით, საერთაშორისო გადაზიდვების სტიმულირებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას და მის ეფექტიან ფუნქციონირებას. 

საქართველოს ვიცეპრემიერმა სხდომაზე ხაზი გაუსვა ბაქო-თბილისი-ყარსის შემაერთებელი ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას, რომელიც ხელს უწყობს ევროპასა და აზიას შორის ტვირთბრუნვის ზრდას, პროექტის მონაწილე ქვეყნების ინტეგრაციას საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში და ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ სტაბილურობას. 

მან ბაქო-თბილისის-ყარსის რკინიგზა შეაფასა, როგორც აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს ისტორიული აბრეშუმის გზის აღორძინებაში. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის საქართველოს მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დამამთავრებელ სტადიაშია. 

საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების უდიდესი ნაწილი დასრულებულია, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სატესტო და სატვირთო მატარებლების გატარება, რაც აღნიშნულ უბანზე რკინიგზის მშენებლობის დამთავრებას ნიშნავს. ბაქო-თბილისის-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის სამმხრივი საკოორდინაციო საბჭოს მე-7 სხდომის დასასრულს, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელებმა - დიმიტრი ქუმსიშვილმა, ზია მამედოვმა და ბინალი ილდირიმმა სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს
მდინარაძე ინ ვიტროზე - საკამათო გახდა, მარტოხელა ქალს უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი
30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics