13:23 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 15:10:02, 715 ნახვა

სამართალი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე 7 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 7 პირი დააკავა. საქმე ბიუჯეტის დაზიანების, ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და მსხვილი საწარმოს ხელმძღვანელთა მხრიდან გულგრილობის ფაქტზეა აღძრული.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 წლის აგვისტოდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით, 9 სხვადასხვა შპს-ს სახელით ჯამში, 609 ათას 794 ლარის ღირებულების ცემენტის იმპორტი განხორციელდა. გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სასაქონლო საბაჟო დეკლარაციებისთვის საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყვითელი დერეფანი შეირჩა, რაც ავტომატურად ტვირთის გატანამდე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას გულისხმობს. ბრალდებულებმა, ტვირთის მოტყუებით გასატანად გადახდის ყალბი დოკუმენტები შეადგინეს, რეალურად ბიუჯეტთან ანგარიშსწორება არ მოახდინეს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს 110 ათასი ლარის ზიანი მიადგა.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებისათვის, მოქალაქეებს ნიაზ ლაცუზბაიას, ჯაბა შელიას, პაატა ბასარაიას, გელა ბოხუას, ვიქტორ ხუფაცარიას, კობა ყოლბაიასა და შოთა ეხვაიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 210-ე და 220 პრიმა მუხლით წარედგინა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის - 185 მუხლი, რაც ქონების დაზიანებას მოტყუებით გულისხმობს და ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-6 წლამდე ისჯება. 210 მუხლი ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს, რაც თავისუფლების აღქვეთას 4-7 წლამდე ითვალისწინებს, ხოლო 220 მუხლი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 3-5 წლამდე ითვალისწინებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია - მოვითხოვთ, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დაიცვას გამოხატვის თავისუფლება
DW - შოლცი - რუსეთთან დაახლოებულ ქვეყნებს ეჭვი ეპარებათ, რომ უკრაინაში ომს რუსეთისთვის აზრი აქვს
რიჰარდს კოლსი- კანონის მიღება სიტყვისა თუ აზრის გამოხატვის ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics