22:03 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 15:44:04, 503 ნახვა

საზოგადოება
არასამთავრობოები მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტების შესაძლო გამჟღავნებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტების შესაძლო გამჟღავნებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ.

„საკითხი ეხებოდა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტურ ნაწილში ერთ-ერთი კანდიდატის მიერ მიღებულ  უმაღლეს  შეფასებას და იმავე გამოცდაში მონაწილე, სხვა პირის მიერ  წერილობით გამოცდაში გაცემული პასუხის პრაქტიკულად სიტყვა-სიტყვით იდენტურობას კაზუსის ავტორის მიერ წინასწარ მომზადებულ პასუხის ფრაზებსა და აზრის მიმდევრობასთან. აღნიშნულის დამადასტურებლად, სასამართლოს თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საგამოცდო პროგრამიდან ამობეჭდილი მასალაც გადასცა.

მამუკა ახვლედიანის მიერ გაკეთებული განცხადება შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ადგილი ჰქონდა კონკურსის ცალკეული მონაწილეებისათვის ტესტების შინაარსისა და სწორი პასუხების წინასწარ გამჟღავნებას. აღნიშნული წარმოადგენს შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციას, რაც სსსკ მე-100 მუხლის თანახმად უნდა გამხდარიყო გამოძიების დაწყების საფუძველი, რაც არ განხორციელებულა.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა განაცხადეს აღნიშნული ფაქტები მათთვის ცნობილი იყო მანამდეც, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს ,,მოკვლევა” საბჭოში და შედეგებს გააცნობენ საზოგადოებას.

გაუგებარია, თუკი საბჭოს წევრებისთვის ცნობილი იყო შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, თავმჯდომარის მიერ საჯარო განცხადებამდე, რატომ არ შეატყობინეს აღნიშნულის თაობაზე საგამოძიებო ორგანოებს.

არც კონსტიტუციით და არც სხვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული არ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება სსკ-ით გათვალისწინებულ ქმედებაზე განახორციელოს ,,მოკვლევა” სსსკ მე-100 მუხლის თანახმად, დანაშაულის გამოძიება პროკურორის და გამომძიებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას განეკუთვნება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ სავარაუდო დანაშაულის შესახებ პროკურატურისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში დღემდე, შეუტყობინებლობა და ,,მოკვლევის” წარმოება ასევე შესაძლოა შეიცავდეს სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

საჯარო განცხადებამდე საბჭოს უმოქმედობამ შეამცირა მტკიცებულებების მოპოვების და დანაშაულის გახსნის შესაძლებლობა.  გამოძიებით ასევე დასადგენია საბჭოს უმოქმედობა მიზნად ისახავდა თუ არა შესაძლო დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების მოსპობას. ამას გარდა, დასადგენია როდიდან ჰქონდა საბჭოს და კონკრეტულად მის რომელ წევრს ეს ინფორმაცია და მათი რეაგირებები რამდენად შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა და სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით სარგებლობს და მსგავსი ფაქტები აზარალებს სასამართლოს პრესტიჟსა და რეპუტაციას, აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა არაერთი მოსამართლე ახორციელებდეს უფლებამოსილებას, რომელსაც არ აქვს ჩაბარებული მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა კანონის შესაბამისად.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურორს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტების შესაძლო გამჟღავნების ფაქტთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: კონსტიტუციის 42-ე მუხლი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო OSGF; ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED; საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო TIG; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია GYLA; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის
კალაძე - დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას
კალაძე - სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს - ადამიანის, რომელმაც ქვეყანა განადგურებისგან გადაარჩინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics