16:24 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 17:08:24, 494 ნახვა

სამართალი
მთავარ პროკურატურაში საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში საქართველოს პროკურატურის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების,  პროკურატურის მუშაკთა წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინურ საკითხთა განმხილველი საკონსულტაციო  საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს რვა პროკურორი წევრი, ქ. თბილისის პროკურორი,  გენერალური ინსპექციის უფროსი, სამართალწარმოების პროცესში  ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის  უფროსი, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ამავე დეპარტამენტის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრის (სამმართველო) უფროსი, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ამავე დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი და ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსში" შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს და სამუშაო ჯგუფი შექმნეს. ასევე, განიხილეს საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის დასკვნა პროკურატურის 5 თანამშრომლის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ და თითოეულ მათგანზე მთავარ პროკურორს რეკომენდაციები წარუდგინეს.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან ერთად, საბჭოს წევრებმა საქართველოს პროკურატურაში ვაკანტურ ხელმძღვანელ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილი კანდიდატების შესახებ იმსჯელეს და მთავარ პროკურორს დასახელებულ პირებზე დადებითი რეკომენდაციები წარუდგინეს. აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მთავარი პროკურორის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება წარდგენილი კანდიდატების დაწინაურების შესახებ. ვაკანტურ თანამდებობაზე დაწინაურების და დისციპლინური სახდელის დადების შესახებ საკითხების განხილვაში ასევე მონაწილეობა მიიღეს წარმოდგენილი პირების უშუალო ხელმძღვანელებმა.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში საკონსულტაციო საბჭო საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით შეიქმნა და მის მიზანს პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის კიდევ უფრო გამჭირვალედ წარმართვა და უწყებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების კოლეგიალური წესით განხილვა წარმოადგენს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არ გამკვირვებია, დღეს რომ ეს მოხდა - გრიგორიადისის დედა პროცესის გადადებაზე
საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა
თავდაცვის მინისტრი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო
შოლცი - გერმანია უკრაინისთვის Taurus-ების მიწოდებაზე უარს ამბობს, რადგან რუსეთსა და ნატოს შორის ომის თავიდან არიდებას ცდილობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics