11:09 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 17:10:21, 551 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს გამგებელმა საგზაო სამუშაოები დაათვალიერა

საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ვაჟა-ფშაველას N3-ში მდებარე კორპუსის ეზოში დღეს დაიწყო. ობიექტზე უკვე მოიხსნა ძველი საფარი და ახლა იქ გრუნტის მოსწორების სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მისამართზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა 625მ2 ფართობზეა გათვალისწინებული.

ბექა მიქაუტაძე შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა და სამუშაოების გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში დასრულება დაავალა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ობიექტზე სამუშაო ოპერატიულად დასრულდეს, რათა ადგილობრივ მოსახლეობას თუ სატრანსპორტო საშუალებებით მოსარგებლეებს დისკომფორტი არ შეექმნათ, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ხარისხის ხარჯზე.

„საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე საპროექტო სამუშაოები ჩვენ გასული წლის ბოლოს დავიწყეთ, რათა უკვე 2016 წლის პირველივე თვეებიდან სამშენებლო სამუშაოები დაწყებულიყო. კომპანია „ჯეოსერვისს“ ტენდერით ექვსი ობიექტზე შედის და დღეს ჩვენ ამ ობიექტებიდან ერთ-ერთი მოვინახულეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით და ხარისხიანად განხორციელდეს. საბურთალოს რაიონში წელს კიდევ ბევრი ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდება, განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გზების მდგომარეობის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

ვაჟა-ფშაველას N3-ში, მგალობლიშვილის ქ. N16-24-თან,  ჭილაძის ქუჩაზე, დელისის მე-2 ქუჩაზე, ანტონოვსკაიას ქუჩასა და ვაჟა-ფშაველას I ჩიხში საგზაო სამუშაოებს კომპანია „ჯეოსერვისი“ განახორციელებს. ხელშეკრულებით ექვსი ობიექტის კეთილმოწყობის სავარაუდო ღირებულება 700 000 ლარს აჭარბებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, მოცვის დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა
ლიეტუვის საელჩო - კანონპროექტი EU-ის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება და მის ღირებულებებთან შეუთავსებელია
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics