20:15 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 17:50:43, 524 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი „კურიერის“ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

როგორც ეროვნული ბოტანიკური ბაღის განცხადებაშია აღნიშნული, სიუჟეტში ბოტანიკური ბაღის პოზიცია და მოსაზრებები სრულად არ იქნა წარმოჩენილი.

„11 თებერვალს გადაცემა „კურიერის“ მთავარ გამოშვებაში, სიუჟეტში, გაჟღერდა, თითქოს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იგეგმება სხვადასხვა დანიშნულების მქონე შენობა-ნაგებობების მშენებლობა, რომელიც დაკავშირებულია „პანორამა თბილისის“ პროექტთან. სამწუხაროდ სიუჟეტში ბოტანიკური ბაღის პოზიცია და მოსაზრებები არ იქნა სრულად წარმჩენილი.

ცნობისათვის, გასული წლის 23 ნოემბრის „კურიერის“ ეთერში იგივე თემაზე მომზადებულ სიუჟეტი ანალოგიური აქცენტებით გავიდა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს არავითარი შეხება არა აქვს აღნიშნულ პროექტთან, ხოლო ბოტანიკურ ბაღში ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდებოდა და განხორცილედება ბაღის განვითარების წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინებით.

ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანთლებლო საქმიანობის ხელშეწყობის, ასევე ვიზიტორთა მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საჭიროებებიდან გამომდინარე. ამას ვაცხადებდით ადრეც, ვაცხადებთ დღესაც და სამომავლოდაც დავიცავთ ამ პრინციპს. ბოტანიკური ბაღი არის ღია და გამჭვირვალე ორგანიზაცია, გვესმის საზოგადოებრივი ჩართულობის აუცილებლობაც. სწორედ ამ მიზნით იგეგმება საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა, რომელიც აქტიურად მიადევნებს თვალყურს ორგანიზაციის საქმიანობას, მისი განვითარების ტენდენციებს და მისცემს მას კვალიფიციურ რეკომენდაციებს. ჩვენ ამის შესახებ განვაცხადეთ გუშინ და გვქონდა იმედი, რომ “კურიერი” ამის შესახებაც აცნობებდა საზოგადოებას, თუმცა ფაქტია, რომ თემა არ გასცდა პოლიტიკურ კონიუქტურას. ამიტომ მივმართავთ სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებს - ნუ გამოიყენებენ საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებულ საკითხებს პოლიტიკური სპეკულაციებისათვის“,-ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა - ვიდეო
პატრუშევმა დავალება გასცა, დაარწმუნონ საქართველოს ხელმძღვანელობა, ყველანაირი საშუალების გამოყენებით დაშალოს დემონსტრანტები
ოხანაშვილი - საინტერესოა, რამდენად ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, როდესაც ხდება მოწოდება, „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ კონკრეტული ორგანიზაციების სახელით
ომბუდსმენის აპარატი - იზოლატორში მყოფთაგან ერთი პირი მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე - აღენიშნებოდა დაზიანებაც

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics