20:22 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 18:11:11, 400 ნახვა

პოლიტიკა
"თავისუფალი დემოკრატები": საზმაუდან ეკა მიშველაძის გათავისუფლების ფაქტი ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

"საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტ ეკა მიშველაძის გათავისუფლების ფაქტი ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და იგი უკავშირდება პარტია ''თავისუფალ დემოკრატებს'', - ამის შესახებ განცხადებას პოლიტიკური პარტია "თავისუფალი დემოკრატები" ავრცელებენ. 

პარტიის განცხადების მიხედვით, ხელისუფლების სურვილია გააკონტროლოს მედიასივრცე, რაც ნათლად გამოვლინდა ეკა მიშველაძის, ინგა გრიგოლიას, ტელეკომპანია ''რუსთავი 2'' და "მაესტროს" შემთხვევაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს ხდება საარჩევნო წელს და იმის ფონზე, რომ პრემიერმინისტრი საერთაშორისო საზოგადოებას გამჭვირვალე და სამაგალითო არჩევნების ჩატარებას ჰპირდება.

"ჩვენთვის, ''თავისუფალი დემოკრატებისთვის'' ყოვლად მიუღებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ეკა მიშველაძის გათავისუფლების ფაქტი. ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და იგი უკავშირდება პარტია ''თავისუფალ დემოკრატებს''. საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელობის მხრიდან არაერთხელ იქნა გამოთქმული მოსაზრება, რომ ოპოზიციონერის მეუღლეს არ შეუძლია პოლიტიკური თოქ-შოუ მიყავდეს. 

სწორედ ეს არის დევნა პოლიტიკური ნიშნით და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. ამასთან ერთად ეკა მიშველაძის გათავისუფლება შემადგენელი ნაწილია ხელისუფლების მხრიდან დაწყებული მედია სივრცის გაკონტროლების მცდელობისა. ხელისუფლების სურვილი გააკონტროლოს მედიასივრცე ნათლად გამოვლინდა ეკა მიშველაძის, ინგა გრიგოლიას, ტელეკომპანია ''რუსთავი 2'' და "მაესტროს" შემთხვევაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს ხდება საარჩევნო წელს და იმის ფონზე, რომ პრემიერმინისტრი საერთაშორისო საზოგადოებას გამჭვირვალე და სამაგალითო არჩევნების ჩატარებას ჰპირდება. მედის შეზღუდვა კი წინასაარჩევნოდ საარჩევნო გარემოს შეზღუდვას ნიშნავს. თუკი სახელმწიფომ ასეთი ზეწოლა გააგრძელა დაზიანდება, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების მომავალი ასევე საქართველოს საერთაშორისო იმიჯი", - ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე ინ ვიტროზე - საკამათო გახდა, მარტოხელა ქალს უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი
30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
დომინიკის სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის აკრძალვა გააუქმა
სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაციის პროცედურა დაიწყეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics