00:02 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 19:34:05, 373 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ფინეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

მიუნხენში რიგით 52-ე უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს. საერთაშორისო ფორუმს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად ესწრება. კონფერენციის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი დღეს ფინელ კოლეგას შეხვდა. ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან იუსი ნიინისტესთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და არსებულ გამოწვევებზე.

„ვისაუბრეთ ბევრ გეგმაზე, რომელიც შეიძლება ჩვენთვის, როგორც ერთი ჯგუფის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ნატოსთან თანამშრომლობისთვის ჩვენ, ფინეთი, ავსტრალია და შვედეთი ერთ ჯგუფში ვართ და ფინეთთან ურთიერთობა შეიძლება იყოს ყველაზე უფრო მომგებიანი და გამოსადეგი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით. საფრთხეები ერთი გვაქვს, ქვეყანა, რომლისგანაც ველოდებით ამ საფრთხეებს, ასევე ორივეს მეზობელია და, შესაბამისად, ეს ურთიერთობები ყოველთვის ძალიან სასარგებლოა“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

„გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია თანამშრომლობის საკითხებზე და იმედი მაქვს მომავალში ეს თანამშრომლობა გაგრძელდება,“ - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მიუნხენში იმყოფება საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრთან ერთად არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics