03:35 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 23:17:20, 343 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ლუბომირ ზაორალეკს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, 2016 წლის 12 თებერვალს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლუბომირ ზაორალეკთან.
 
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ნატო-ში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ვარშავის სამიტისთვის მზადება, შიდა პოლიტიკური ვითარება და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოთხ-პუნქტიანი რეფორმების პაკეტი. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონალური უსაფრთხოების თემაზე. ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელების მნიშვნელობას და საქართველოსათვის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების აუცილებლობას.
 
შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე. ამ კუთხით აღინიშნა 9-10 თებერვალს თბილისში გამართული ეკონომიკური კომისიის სხდომის და ბიზნეს-ფორუმის და ასევე 22-23 თებერვალს საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ჩეხეთის რესპუბლიკაში დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელობა. განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობა.
 
ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შემდგომი ინტეგრაციის მიმართ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics