03:39 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-13 10:16:11, 339 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა ფედერიკა მოგერინის ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა

ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომლის მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოში დემოკრატიული რეფორმები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის შეხვედრაზე აღინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრის ძირითადი თემები ვიზების ლიბერალიზაციის და ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხები იყო.

მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დასრულება საქართველოს  დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია.  გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ფედერიკა მოგერინის ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის.

საუბარი შეეხო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების გზებს და ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს.

მხარეებმა ისაუბრეს „ერთიანი მხარდაჭერის ჩარჩოზე“,  რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი საქართველოს რეფორმების განხორციელებისთვის დახმარებას გაუწევს. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის დახმარება  ორიენტირებული იქნება კერძო სექტორზე, რათა მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განიხილეს რეგიონის უსაფრთხოების თემები და არსებული გამოწვევები, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია დაესწრნენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics