16:14 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-13 11:39:38, 516 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია პარიზში,   ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრას დაესწრო.

მერიის ინფორმაციით, კონგრესის სხდომაზე  საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე საქართველო პოსტ-მონიტორინგის ფაზაში იმყოფება, რაც მონიტორინგის დასკვნების მიხედვით გაკეთებული რეკომენდაციების შესრულებაზე დაკვირვებას და თანამშრომლობას გულისხმობს.

შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქართული მხარე თანამშრომლობისთვის ყველა დონეზე მზადაა.  კონგრესის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ ფრეკონმა  2015 წლის დეკემბერში საქართველოში ვიზიტი შეაჯამა  და  მას საქართველოსა და კონგრესს შორის დიალოგში  წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა.  საუბარი, ასევე, შეეხო გზამკვლევს, რომელსაც ხელი  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად მოაწერა. 

ჟან-კლოდ ფრეკონის თქმით, საქართველოში ვიზიტად ყოფნის დროს,  ყოფილი მერის,  გიგი უგულავას საქმის შესახებ მთავარ პროკურორსაც შეხვდა, სადაც ყველა კითხვაზე დეტალური ინფორმაცია მიიღო. კომიტეტის სხდომაზე კონგრესის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე პროცესები  კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

კონგრესის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ადგილობრივი დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. კერძოდ, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროქარტიის 6.4 და 9.6 მუხლების რატიფიცირება და ფისკალური გათანაბრების გაუმჯობესება მეტი ფინანსური დამოუკიდებლობისათვის. მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებების ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობა უფრო აქტიური გახდება, რადგან მისი როლი უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაში.

რაც შეეხება თბილისის ყოფილი მერის საქმეს, დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე პროცესებმა აჩვენა, რომ საკონსტიტუციო და საქალაქო სასამართლოები თავისუფალია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წნეხისგან.  მისივე თქმით, სასამართლოსა და კანონის წინაშე თანასწორობას საქართველოში  დიდი მნიშვნელობა ენიჭება  და ეს ყველაფერი 2012 წლიდან განხორციელებული რეფორმების მთავარ შედეგს წარმოადგენს.

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტი, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიით აღებული ვალდებულებების დაცვას და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას აკვირდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯო ბაიდენს აშშ-ში 9 მაისს შეხვდება
საქართველო თამბაქოს გარეშე
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თანამედროვე ტიპის სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა
მერია - N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics