08:56 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-13 13:16:08, 529 ნახვა

საზოგადოება
ფოლკლორის შენარჩუნება-განვითარების საკითხებზე გურიაში იმსჯელეს

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალსა და გურიაში ფოლკლორის შენარჩუნება-განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრას საქართველოს ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე, ურეკი-შეკვეთილის საკონცერტო დარბაზის დირექტორი დავით ბერაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის მნიშვნელობასა და მოსალოდნელ შედეგებზეც ისაუბრეს.

„ფესტივალი ხელს შეუწყობს მსოფლიო მასშტაბით ქართული ხალხური შემოქმედების ნიმუშების პოპულარიაზაციას, ასევე ქართველი მსმენელისათვის სხვა ქვეყნების და მათ შორის მეზობელი ქვეყნების ხალხური შემოქმედების ნიმუშების უკეთ გაცნობას“,- აღინიშნა შეხვედრაზე. 

მნიშვენლოვანია, რომ ფესტივალი შეკვეთილსა და ოზურგეთში გაიმართება.

საქართველო უდიდესი ტრადიციების ქვეყანაა, რომლის ხალხური შემოქმედების ნიმუშები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. საქართველოში დღემდე არ ჩატარებულა ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორული კოლექტივები და ქართველ მაყურებელს გააცნობენ საკუთრი ქვეყნის ხალხურ შემოქმედებას.

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი განხორციელდება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს ცენტრალური და ადგლობრივი მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics