21:21 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-13 13:21:43, 466 ნახვა

სამხედრო
შს მინისტრი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსს, კონტრ-ადმირალ ჯორჯო ლაციოს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე ნატო-საქართველოს შორის საზღვაო სფეროში არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე და სამომავლო, კიდევ უფრო ფართომაშტაბიანი თანამშრომლობის პერსპექტივებსა და შესაძლებლობზე ისაუბრეს.

კონტრ-ადმირალმა ქართულ მხარეს ნატო-ს ანტიტერორისტულ ოპერაცია „აქტიურ ძალისხმევაში“ გაწეული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში.

 „საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. მონაწილეობს ნატოს, ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო მისიებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ნატოს გაერთიანებულ საზღვაო სარდლობასთან კონტრ-ტერორისტული ოპერაციის – „აქტიური ძალისხმევის“ – მხარდასაჭერად. ოპერაციის მიზანია ხმელთაშუა ზღვისა და მისი მიმდებარე სრუტეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გამოვხატავთ მზაობას, გავაღრმავოთ არსებული თანამშრომლობა და, რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, გავზარდოთ სანაპირო დაცვის ჩართულობა როგორც ოპერაცია „აქტიური ძალისხმევის ფარგლებში, ასევე ნატოს–ს საზღვაო წვრთნებში მონაწილეობის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საპორტო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ერთობლივი სწავლებები და საჩვენებელი წვრთნები ხელს შეუწყობს ნატოს საზღვაო ძალებთან საქართველოს სანაპირო დაცვის ურთიერთავსებადობის ამაღლებას“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსმა შს მინისტრს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საპორტო ვიზიტით მყოფი ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) დაათვალიერებინა და საფლაგმანო ხომალდზე „ჰასან ფაშა“ უმასპინძლა.

SNMCMG2 ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი 4 ხომალდითაა დაკომპლექტებული. ნატოს ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 15 თებერვლამდე დაჰყოფენ და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ ორბანი შვეიცარიაში დაგეგმილ მშვიდობის გლობალურ სამიტზე მიიწვია
სუს-ი - სოფელ დირბის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული 2 მოქალაქე თავისუფალია
EU-ის ელჩები გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენებაზე შეთანხმდნენ
ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics