03:06 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-13 13:33:39, 771 ნახვა

საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილმა ციხისძირში ხეების გადარგვის სამუშაოები დაათვალიერა (ვიდეო)

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ციხისძირში იმ ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ხეების გადარგვის სამუშაოები მიმდინარეობდა.

ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ივანიშვილი მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს გაესაუბრა და სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა.

როგორც "ექსპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრმა  ნოდარ დუმბაძემ განუცხადა, ყოფილმა პრემიერმა გასაუბრების შემდეგ სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენ ვესაუბრეთ ივანიშვილს, მოვთხოვეთ სამშენებლო ნებართვები, მან განაცხადა, რომ ის არის რეალური დამკვეთი ურეკში ხეების გადატანის. მან თქვა, რომ ყველანაირი ნებართვები არსებობს, თუმცა მას შემდეგ რაც შესაბამის შპს-ს მოთხოვა ნებართვა, კომპანიამ ვერ წარმოადგინა ნებართვები. მან თქვა, რომ სამუშაოები შეჩერდება მანამ სანამ ყველა ნებართვა არ იქნება გაცემული“, - განაცხადა ნოდარ დუმბაძემ.








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics