10:07 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-13 16:11:13, 1038 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი: რუსეთი თავისი რიტორიკით და ბირთვული ძალების წვრთნებით მეზობელი ქვეყნების დაშინებას ცდილობს

რუსეთი ევროპული უსაფრთხოების წესების დესტაბილიზაციას ახდენს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ბოლო ათლწლეულების განმავლობაში ნატო ახორციელებს კოლექტიური თავდაცვის მასშტაბურ გაზრდას, რაც "ძლიერი სიგნალია ნებისმიერი აგრესიისა თუ დაშინების შესაკავებლად".

მისი თქმით, ნატო-ს არ სურს ახალი „ცივი ომის“ დაწყება, ამიტომ მეტი თავდაცვა და მეტი დიალოგი ევროპაში სტაბილურობის უზრუნველყოფის ფაქტორია.

"ჩვენ უფრო აგრესიულ რუსეთს ვხედავთ, რომელიც ევროპული უსაფრთხოების წესების დესტაბილიზაციას ახდენს. ნატო კონფრონტაციისკენ არ მიისწრაფვის. ჩვენ არ გვსურს ახალი "ცივი ომი", მაგრამ ამავდროულად, ჩვენი პასუხი მტკიცე უნდა იყოს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს შეკავების სტრატეგია შეიცავს ბირთვულ კომპონენტსაც. რუსეთი კი, თავისი რიტორიკით და ბირთვული ძალების წვრთნებით მეზობელი ქვეყნების დაშინებას ცდილობს.

მისივე თქმით, რუსეთი არის ნატო-ს პერმანენტული წევრი და ირანის ბირთვულ კომპონენტებშიც საკმაოდ დიდ როლს თამაშობს, თუმცა მან აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთთან ნატო-ს ახლა სულ სხვა რეალობა აკავშირებს და ურთიერთობები შეიცვლება თუ ნატო რუსეთთან დიალოგს წარმართავს.

"ჩვენ გვაქვს მკაფიო პრინციპები. საზღვრების დარღვევა არ უნდა ხდებოდეს. დამოუკიდებელ სახელმწიფოებს აქვთ უფლება, საკუთარი კურსი აირჩიონ. ეს პრინციპები ევროპული უსაფრთხოებისთვის ფუნდამენტურია", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივანი ასევე შეეხო რაკეტსაწინააღმდეო სისტემის საკითხს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სისტემა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
ზელენსკი - მადლიერი ვარ აშშ-ის სენატის - ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა პოლიტიკას სცილდება
აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics