12:39 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-13 16:59:11, 937 ნახვა

მსოფლიო
მედვედევი: ნატო-რუსეთის ურთიერთობა "ცივი ომის" პერიოდს დაუბრუნდა

„ნატო-რუსეთის ურთიერთობა "ცივი ომის" პერიოდს დაუბრუნდა, ერთიანი ევროპა კი აღარ არსებობს“, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ცნება „ევროპული უსაფრთხოება“ უფრო ფართო მოხმარების გახდა, მაშინ როდესაც ძველმა საშიშროებებმა ახალი დარტყმები დაიწყეს.

მისი შეფასებით, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო აფრიკის ქვეყნებში კონფლიქტები გამწვავდა, შეიქმნა მიგრაციული კრიზისი, ურთიერთობა ევროკავშირსა და რუსეთს შორის გაუარესდა, უკრაინაში კი "სამოქალაქო ომი" მიმდინარეობს.

"კვლავ არამეგობრული და, ჩვენი შეფასებით, დახურული რჩება ნატო-ს პოლიტიკური პოზიცია რუსეთთან მიმართებაში. თითქმის ყოველდღე ჩვენ ნატო-სთვის ყველაზე დიდ საფრთხეს გვიწოდებენ, იღებენ ფილმებს, სადაც რუსები ბირთვულ ომს იწყებენ. ხანდახან ვფიქრობ: ახლა 2016 წელია თუ 1962?", - განაცხადა მედვედევმა.

დიმიტრი მედვედევის მოსაზრებით, მიგრაციულმა კრიზისმა საფრთხე შეუქმნა შენგენის ზონის არსებობას.

სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრემიერი სირიის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სირია როგორც ერთიანი სახელმწიფო არ უნდა დაიშალოს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალები - 7 რუსული რაკეტიდან 2 ღამით გავანადგურეთ
რუსთავში მასშტაბური, ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება
მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics