19:54 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-13 18:45:41, 364 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს ერნა სოლბერგს შეხვდა

საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ერნა სოლბერგმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის პოტენციალზე და ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე. ხაზი გაესვა “განვითარების თანამშრომლობის” ფარგლებში ნორვეგიის მთავრობის მიერ დააფინანსებული პროექტების მნიშვნელობას.

გამოითქვა იმედი, რომ "საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ მიღწეული შეთანხმება ხელს შეუწყობს ტურისტული ურთიერთობების გაღრმავებას და ორი ქვეყნის ხალხს შორის არსებული კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გამყარებას.

ქართულმა მხარემ ერნა სოლბერგს მიაწოდა ინფორმაცია საინვესტიციო გარემოს შესახებ. აღინიშნა ნორვეგიელი ბიზნესმენების დაინტერესება საქართველოს ენერგეტიკის სფეროთი.

ერნა სოლბერგის თქმით,  ნორვეგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას და ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროულ დასრულებას. მანვე ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების საკითხებთან დაკავშირებით ნორვეგიის ცალსახა მხარდამჭერ პოზიციას.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია დაესწრნენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics