16:02 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-14 00:23:37, 732 ნახვა

სხვადასხვა
ლევან ვასაძე: ჩვენი შვილები საუკეთესო შემთხვევაში იქნებიან ოფიციანტები, ღმერთმა დაიფაროს

ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ''ქრონიკის'' ეთერში საქართველოში განათლების პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ''თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი შვილები საუკეთესო შემთხვევაში იქნებიან ოფიციანტები,'' ვასაძემ იქვე განაცხადა, რომ საქართველოში განათლების და ინტელექტის დონე ძალიან დაბალია.

''ჩვენი ლიბერალები ხომ ამბობენ გვინდა წარმატებული თაობაო, მე მინდა რომ ჩვენი შვილები იყვნენ წარმატებულები, ამისათვის მათ უნდა იცოდნენ მაგარი მათემატიკა, ფიზიკა, ინგლისური... ამის ხარჯზე ხდება ამ პანჭი-პუნჭა საგნების შემოღება. საქართველოში განათლების და ინტელექტის დონე დავარდნილია იატაკამდე და თამუნა და მისი მოადგილეები აღმა-დაღმა კი არ უნდა დადიოდნენ და ამ სისულელეებს არ უნდა ნერგავდნენ'' - განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან საგნებში აბიტურიენტების ჩაბარების მაჩვენებელი დაბალია და ამ ყველაფრის მიზეზად მან განათლების სამინისტრო დაასახელა, რომელიც ნორმალულ განათლებაზე ფულს და რესურსებს არ ხარჯავს.

''ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენი შვილების მომავალზე და ეს დავარდნა იმიტომ არის, რომ სამინისტრო ნორმალურ განალებაზე ფულს და რესურსებს არ ხარჯავს. ამის ახსნას ვცდილობ თქვენთვის და ის დამკვეთები, რომლებმაც თქვენ ლიბერალიზმი გასწავლათ და აგიხსნეს, რომ უნდა განთავისუფლდეთ მორალისა და ეთიკისგან, ეკლესიისგან და საქართელოს ძველი ტრადიციებისგან და თქვენ მოხვდებით თავისუფლებაშიო. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი შვილები საუკეთესო შემთხვევაში იქნებიან ოფიციანტები, ღმერთმა დაიფაროს. მე არაფერს ვერჩი ოფიციანტებს, ჩემი შვილიც ოფიციანტად მუშაობდა და არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ მე კიდევ გეუბნებით, რომ ეს არის ყველაფერი ტყუილი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნამდვილი განათლება'' - განაცხადა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ელჩს შეხვდა
პრემიერი აქციებზე - კარგი არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა, ვინც ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics