00:08 - 17 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-14 10:14:08, 349 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  გიორგი კვირიკაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბორუტ პაჰორის შეხვდა.

ათივე ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები იყო. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალს.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს.

ბორუტ პაჰორის თქმით, სლოვენია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში. მანვე გამოხატა ევროინტეგრაციის თვალსაზრისით გამოცდილების გაზიარების მზაობა.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა სლოვენიის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აპარატი - სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უზრუნველყოს
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავეს
პრეზიდენტი - ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნა, გაიტანოს ეს კანონი, პირდაპირი პროვოკაციაა, რუსული დესტაბილიზაციის სტრატეგიაა
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია დააკავეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics