15:46 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-14 10:20:45, 388 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობები და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ხაზი გაესვა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, ტურიზმი, გარემოს დაცვა, განათლება და კულტურა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ესტონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ესტონურმა მხარემ კიდევ ერთხელ  გამოითქვა მზაობა, გაუზიროს საქართველოს გამოცდილება ამ თვალსაზრისით.

მხარეებმა განიხილეს ვიზების ლიბერალიზაციის დროული დაჩქარების პერსპექტივები და აღნიშნეს, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ტექნიკური მოთხოვნა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა ისაუბრეს საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე.

გიორგი კვირიკაშვილმა ტომას ჰენდრიკ ილვესს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია დაესწრნენ.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
11 მაისს, თბილისში „მშობლების მარში“ გაიმართება
NGO-ები - OGP მოუწოდებს მთავრობას, გაიწვიოს კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანას OGP-ის წევრობა შეუწყდეს
ბეჟაშვილი - პაპუაშვილის განცხადება „ოცნების“ მანიპულაციური პოლიტიკაა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ახორციელებენ
საქართველოს ეროვნული პლატფორმა - ვგმობთ სამოქალაქო აქტივისტებსა და მედიაზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics